ნინო ჟონჟოლაძე - როგორ ცვლის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხარისხს . . .

სტატიაში საუბარია თელავის N9 საჯარო სკოლაში განხორციელებულ ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევაზე, რომელიც განახორციელეს  ფიზიკის   მასწავლებლებმა  ნინო ჟონჟოლაძემ და ისტ  მასწავლებელმა ლალი გიგაურმა  2018-2019 და 2019 - 2020 სასწვლო წლებში.



როგორ ცვლის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება

საბუნებისმეტყველო საგნების  სწავლების ხარისხს და ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას



ციფრული ტექნოლოგიები თანამედროვე ცხოვრებისა  და ყოველდღიურობის  განუყოფელი ნაწილია.  ის აქტუალობას  ყველა სფეროში იძენს.  ასეა განათლების თითქმის  ყველა საფეხურზეც.  დღითი-დღე ციფრული ინსტრუმენტები  ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გვევლინება სწავლა/სწავლების პროცესში. ეროვნული სასწალო გეგმების ზოგად ნაწილში ციფრული ტექნოლოგიების შესახებ ვკითხილობთ:  [თავი XVII, მუხლი 75]. “ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ინფორმაციული საზოგადოების შექმნა და მსოფლიო ინფორმაციულ სივრცეში აქტიურად ჩართვა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ ამოცანად არის მიჩნეული. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ქვეყნის უსაფრთხოება, ადამიანის უფლებების დაცვა, სიღარიბესთან და კორუფციასთან, ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიურმა გამოყენებამ სასწავლო პროცესში არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ: *  ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას; *ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად; *  ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება, რომლებიც საჭიროა ახალი ცნების, ობიექტისა და პროცედურის შემოტანისას.” 
სწავლა/სწავლების პროცესში დაფიქსირებული ნებისმიერი პრობლემა/ხარვეზის გამოსწორების ან პრევენციის მიზნით ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანია და ამის საჭიროება იგრძნობა  განსაკუთრებით  ისეთი საგნები/საგანთა ჯგუფების შესწავლისას, როგორიცაა საბუნებისმეტყველო ჯგუფიდან ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. 
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ თელავის N9 საჯარო სკოლაში  ჩატარებული კვლევის  ანგარიშს. კვლევაში მოცემულია, თუ  როგორ შეცვალა საბუნებისმეტყველო საგნების აკადემიური მიღწევები სკოლაში  ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურმა გამოყენებამ. კვლევაზე იმუშავეს სკოლის ფიზიკის წამყვანმა მასწავლებელმა ნინო ჟონჟოლაძემ და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წამყვანმა მასწავლებელმა ლალი გიგაურმა, რომელიც ამავე დროს არის სკოლის ინფორმციული მენეჯერი

კვლევის სრული ვერსიები :   ფიზიკა,  ისტ

                           

No comments:

Post a Comment

პროექტი - ბახტრიონი

      პროექტი ბახტრიონი - ლიტერატურული და ისტორიული მიმოხილვა