დათო აბრამიშვილი - მოსწავლეებში თვითკონტროლის უნარის გამომუშავებით დაზიანებებისა და ტრავმების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და მათი პრევენცია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე




დათო აბრამიშვილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - 

მოსწავლეებში თვითკონტროლის უნარის გამომუშავებით დაზიანებებისა და ტრავმების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა   და მათი პრევენცია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე


პრობლემის აქტუალობა: ფიზიკური  აღზრდა  და ფიზიკური განათლება აუცილებელი პირობაა პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის.   მოზარდს დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ფიზიკური აქტივობის აუცილებლობის შეგნება. მან უნდა გააცნობიეროს, რომ ჯანმრთელობა ნიშნავს არა რომელიმე დაავადების არქონას, არამედ ამ დაავადების თავიდან აცილებას, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით არის შესაძლებელი. მას უნდა ესმოდეს, რომ ფიზიკური აქტივობა სიცოცხლის გახანგრძლივების,  სოციალური და მატერიალური კეთილდღეობის საწინდარია. ფიზიკური  აღზრდის   სასწავლო გეგმის მოთხოვნებმა რადიკალურად უნდა შეცვალოს მოსწავლეთა დამოკიდებულება ამ საგნის მიმართ.                  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთლის სპეციფიკიდან გამომდინარე,სადაც დაზიანებებისა და ტრამვების შემთხვევების რისკი საკმაოდ მაღალია, ძალზედ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების დაცვის უნარ-ჩვევების განვითარება- სწავლება და რაც მთავარია მათი დაცვა  სპორტულ დარბაზსა და მოედანზე, სპორტულ ინვენტართან  მიმართებაში, სპორტული აქტივობისას და თამაშის დროს. უსაფრთხოების წესების დაცვის უნარ-ჩვევების განვითარება შეუძლებელია თვითკონტროლის უნარის განვითარების გარეშე.                                                              ადამიანის ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანესია თვითრეგულაციის და თვითკონტროლის უნარი, რადგან ის წარმოადგენს სასიცოცხლო ადამიანურ ძალას. მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შესაძლებლობაზე, რომ ეფექტური და მუდმივი მაკონტროლებელი გავლენა შეინარჩუნო არასასურველ რეაქციებზე და შეცვალო ისინი მისაღები საპასუხო მოქმედებებით. წარუმატებელი თვითრეგულაციის შემთხვევები განაპირობებს ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას, სარისკო სექსუალურ გამოცდილებას, არაჯანსაღ კვებას, ბავშვების შეურაცხჰყოფას, მიჯაჭვულობის ყველა გამოვლინებას. ბოლო ათწლეულებში დიდი მნიშვნელობის გახდა იმის გარკვევა, თუ როგორ, რატომ და რომელი პირობების შემთხვევაში არ შეუძლიათ ადამიანებს თვითკონტროლის განხორციელება.                                                                                                       მასწავლებელი, ცხადია, ყოველთვის ცდილობს მიადევნოს თვალყური უსაფრთხოების წესებს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაინც ვერ ხერხდება მათი დაცვა, განსაკუთრებით მაშინ, თუ კლასი მრავალრიცხოვანია.
             აქედან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების გამოვლენა, რათა დროულად მოხდეს მათი აღმოფხვრა სასწავლო პროცესში ადეკვატური სტრატეგიებისა და აქტივობების გამოყენებით. 
            ჩემი პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების  და ეთიკური  წესების ცოდნის მიუხედავად, მოსწავლეები ვერ ახერხებდნენ საკუთარი ემოციური  მდგომარეობის რეგულაციას და კონტროლს, შესაბამისად ირღვეოდა უსაფრთხოების წესები და იზრდებოდა ტრამვების რისკი, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ჩამეტარებინა სიღრმისეული კვლევა. საკვლევი საკითხი ჩამოვაყალიბე შემდეგნაირად: "მოსწავლეებში თვითკონტროლის უნარის გამომუშავებით დაზიანებებისა და ტრავმების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა   და მათი პრევენცია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე."


კვლევის მიზანი: კვლევის მიზნების განსაზღვრისას გავითვალისწინე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით,  როგორ დაიცვან უსაფრთხოების წესები სპორტულ ინვენტართან მიმართებაში, სპორტულ დარბაზსა და მოედანზე, მოძრავი და სპორტული თამაშების, ტანვარჯიშული და მძლეოსნური ვარჯიშების დროს,  ეს ყველაფერი შესაძლებელია თვითკონტოლისა და თვითრეგულაციის უნარების განვითარებით.
აქედან გამომდინარე დავისახე კვლევის მიზნები:                    
1.    მოვახდინო ფიზიკური აქტივობების პროცესშიგამოვლენილი  დაზიანებებისა და ტრავმების გამომწვევი მიზეზების გამოვლენა  და დავსახო მათი პრევენციის გზები;                                                                                   გავეცნო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე უსაფრთხოების           დაცვის ეფექტურ სტრატეგიებს, რათა მოვარგო ისინი მოსწავლეების საჭიროებებს;
2.    დავეხმარო მოსწავლეებს უსაფრთხოების  წესების შესწავლაში, გაგება-გააზრებაში და მათი დაცვის უნარის გამომუშავებაში, თვითკონტროლის აუცილებელი უნარების განვითარებაში შეძენილი ცოდნის ანალიზსა და სინთეზში;
3.    შემდგომში ეფექტურად დავგეგმო  სასწავლო პროცესი და დავხვეწო ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა;
4.    ჩემი პრაქტიკის კვლევის შედეგები გავუზიარო კოლეგებს.

          კვლევის ობიექტი:   კვლევის ობიქტს წარმოდგენს,  მე-10 კლასი. უსაფრთხოების ძირითადი წესების ცოდნის მიუხედავად სპორტული აქტივობების და სპორტული თამაშების დროს მოსწავლები ვერ ახერხებდენ ნეგატიური ემოციური მდგომარეობის რეგულაციას და კონტროლს, რასაც მოყვებოდა თამაშის წესები სდა უსაფრთხოების წესების დარღვევა.   კვლევის   პროცესში გამოყენებული მეთოდები დამეხმარება უფრო ზუსტად განვსაზღვრო  არსებული პრობლემის მიზეზები.

ვრცლად კვლევა იხილით აქ...  
  



მოსწავლეთა პრეზენტაციის ფოტოკოლაჟი 



No comments:

Post a Comment

პროექტი - ბახტრიონი

      პროექტი ბახტრიონი - ლიტერატურული და ისტორიული მიმოხილვა