ეკა ნიკოლოზიშვილი - III-IV კლასებში მხატრული ტექსტების გაგება-გააზრების პრობლემა და მისი გადაჭრის გზები




ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ეკატერინე  ნიკოლოზიშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.

აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს თელავის №9 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ  ეკატერინე ნიკოლოზიშვილის მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.მასში განხილულია საკვლევი თემა:,, III-IV კლასებში მხატ ვრული ტექსტების გაგება-გააზრების პრობლემა და მისი გადაჭრის გზები’’.თემაში საუბარია  მხატვრული ტექსტების გაგება-გააზრებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე,მის გამომწვევ მიზეზებზე,ამ პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილ და განსახორციელებელ ცვლილებებზე
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ეყრდნობა სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ ინფორმაციას.მასში გამოყენებული  ლიტერატურა დამოწმებულია შესაბამისი წესით.
,,წინგთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს,სიბერეს ამხიარულებს,ბედნიერებას ამშვენიერებს,უბედურებაში თავშესაფარსა და   დამშვიდებას იძლევა,-’’ციცერონ მარკ ტულიუსის ეს სიტყვები ნათლად გამოხატავს წიგნისა და კითხვის ცოდნის მნიშვნელობას  ადამიანის ცხოვრებაში.წაკითხული  ტექსტის გაგება -გააზრება სწავლა-სწავლების  პროცესის წარმატებულად  წარმართვის  მთავარი ბერკეტია.ყველა საფეხურზე ის არის მოსწავლის სწავლის ხარისხის  განმსაზრვრელი ქვაკუთხედი  ყველა საგანში.დაწყებით კლასებში მნიშვნელოვანია მოსწავლემ შეიძინოს სწორად კითხვის,გააზრებისა და შესაბამისი  აზროვნების უნარი.ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება,რომ ადამიანმა სკოლის ასაკიდანვე ისწავლოს გააზრებული კითხვა.
წიგნიერება სწავლების საფუძველია.განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანიც ხომ  მოაზროვნე ,აქტიური მკითხველის ჩამოყალიბებაა. ადრეული საფეხურიდანვე უნდა დავიწყოთ ამისათვის ზრუნვა.ბავშვს უნდა გავუღვივოთ კითხვის სიყვარული,რომელიც საკუთარი თავის, სამყაროს შეცნობასა და თვალსაჭიერის გაფართოებაში  დაეხმარება.
ამიტომ განათლების რეფორმის მთავარი მიზანიც წიგნიერების განვითარებაა,რაც ესოდენ ესაჭიროება ჩვენს  მოსწავლეებს.ამასვე ადასტურებს  ეროვნული სასწავლო გეგმა,სადაც წიგნიერება ასეა განმარტებული:,,კითხვის,წერის, ინფორმაციის
დამუშავების ,იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის,გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე,რომელსაც ადამiანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს.“(ეროვნული სასწავლო გეგმა( 2011-2016წ37)
მიუხედავად ესგ-ს  ამ კუთხით მოთხოვნებისა,საკითხი პრობლემურად დგას მთელი ქვეყნის მასშტაბით.ამას ცხადყოფს  PIRL-ის კვლევა,რომელიც საქარველოში უკვე მესამედ ჩატარდ.კვლევის მიზანია,შეაფასოს 9-19 წლის ბავშვების წაკითხულის გააზრების უნარი.მან დადასტურა,რომ მოსწავლეთა საშუალოდ 14%-ს წაკიხულის გააზრება მინიმალურ დონეზედაც არ შეუძლია.ეს საგანგებო მაჩვენებელია.
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე ,მეც ხშირად ვაწყდები ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებულ პრობლემას.არადა,ესგ-ს მოთხოვნებიდან გამომდინარე,დაწყებითი საფეხურის ბოლოს მოსწავლეს უნდა შეეძლოს ასაკის შესაბამისი  მხატვრული ტექსტების გააზრება.პედაგოგიურმა გამოცდილებამ კარგად დამანახა ,რომ გაუაზრებელი კითხვით გამოწვეული პრობლემები უარყოფითად აისახება  მოსწავლის მოტვიციაზე.მას უყალიბდება დაბალი თვითშეფასება,მუდმივი  წარუმატებლობის განცდა.ამდენად,უაღრესად მნიშვნელოვანია  პრობლემის დროულად გამოკვეთა და მათ აღმოფხვრაზე ზრუნვა.
მიუხედავად იმისა,რომ მუდმივად ვმუშაობ  მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრებაზე ,ამ კუთხით  III კლასის მოსწავლეებს მაინც უჭირთ ტექსტზე მუშაობა.გადაწყვიტე,საფუძვლიანად გამომეკვლია ის პრობლემა,რომელიც პერიოდულად(გარკვეული პრევენციის შემდეგ)ვლინდებოდა ხოლმე და ხელს მიშლის პედაგოგიურ საქმიანობაში.პრობლემა კი გახლავთ ის,რომ მოსწავლეებს უჭირთ ტექსტების სათანადო დონეზე  გაგება-გააზრება.ვერ გამოხატავენ  საკუთარი დამოკიდებულება არსებულ მასალაზე,არ უღრმავდებიან განვითარებულ მოვლენებს ,უჭირთ მთავარი აზრის გამოტანა,არგუმენტების მოყვანა,პერსონაჟის დახასიათება და მასთან დაკავშირებული მსჯელობა,მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნა,,დასკვნის გამოტანა,ავტორის მთავარი სათქმელის ამოცნობა.
გადავწყვიტე  ,მეტი სერიოზულობით მოვკიდებული ამ საკითხს,ძირფესვიანად გამომეკვლია არსებული  პრობლემის მიზეზები,ხელისშემშლელი ფაქტორები და დამესახა პრობლემის გადაჭრის გზები.შევიმუშავე სამოქმედო გეგმა,რაც საბოლოოდ მიმიყვანდა ჩემთვის  და ,არა მარტო ჩემთვის ,სასურველ შედეგამდე,ვინაიდან  კოლეგებისაგან  ვიცოდი,რომ მათაც  ჰქონდათ მსგავსი პრობლემები.ერთობლივად  განვიხილეთ ამ კუთხით არსებული მდგომარეობა,ვიმსჯელეთ,გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები,რამაც კიდევ უფრო დამარწმუნა,რომ ამ პრობლემაზე აუცილებლად და მეტი სერიოზულობით   უნდა მემუშავა.ჩემთვის მოტივაციის მომცემი ის ფაქტიც აღმოჩნდა,რომ კვლევის საფუძვლიანად ჩატარების შემთხვევაში შემეძლო კოლეგებსაც დავხმარებოდი.მამოტივირებელი აღმოჩნდა  ,,ახალი სკოლის მოდელიც’’,რომელმაც  საინტერესო ,მრავალფეროვანი აქტივობები,კომპლექსური დავალებები  შემოგვთავაზა.
შევარჩიე თემა,მოვიძიე სათანადო ლიტრატურა,რომელიც დამეხმარა პრობლემის იდენტიფიცირებაში,გავეცანი მეთოდებს,შევიმუშავე შესაბამისი ინტერვენციები,გავაკეთე შესაბამისი დასკვნები.
კვლევა ჩავატარე თელავის №9 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურიზე.კერძოდ,დავიწყე  2019 წლის  აპრილში მესამე კლასის მოსწავლეებთან  და გავაგრძელე  ა.წ.სექტემბრიდან იმავე კლასში.
ჩემი კვლევის მიზანი იყო,დამედგინა ,რომელი მეთოდები და სტრატეგიები დამეხმარებოდა ჩემს  მოსწავლეებთან ტექსტის გაგება-გააზრების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაში.
კვლევაში ასახულია ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად  მიღებული შედეგები და დასკვნები.კვლევის ანგარიში მოიცავს  იმას,თუ რომელი მეთოდები და სტრატეგიებია ეფექტური ტექსტის გაგება-გააზრების სწავლებასთან დაკავშირებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში.
კვლევა შედგება:8თავისა და 6 ქვეთავისაგან
თავი I საკვლევი საკითხის მიმოხილცა
თავი  II ლიტერატურის მიმოხილვა
თავი III კვლევის ინსტრუმენტები და შერჩეული სტრატეგიები
თავი IV შეგროვილ მონაცემთა ანალიზი და შედეგები
თავი Vინტერვენციები
თავი VI  ინტერვენციების შეფასება
თავი VII დასკვნა

თავიVIII გამოყენებული ლიტერატურა (ბიბლიოგრაფია)

კვლევის სრული ვერსია იხილით ბმილზე :

https://drive.google.com/file/d/1tVxK0hfXac60f17Lxd5o3WwNCFapSzrn/view?usp=sharing




No comments:

Post a Comment

პროექტი - ბახტრიონი

      პროექტი ბახტრიონი - ლიტერატურული და ისტორიული მიმოხილვა