ინგლისური ენის მასწავლებლის თამარ ნაცვლიშვილის პედაგოგიური პრქტრიკის კვლევა
წინამდებარე ნაშრომი
წარმადგენს სსიპ ქალაქ თელავის მე-9 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელ თამარი ნაცვლშვილის
მიერ განხორიელებული საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს.
აღნიშნული კვლევის
ჩატარების საჭიროება განაპირობა ჩემს პრაქტიკაში გამოვლენილმა პრობლემამ,
კერძოდ, მე-7 კლასის მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.
საბაზო საფეხურზე ხდება ჩართულობის შემცირება
დაწყებით საფეხურთან შედარებით, რაც უარყოფითად
აისახება მოსწავლეთა განვითარებასა და მათ აკადემიურ მოსწრებაზე. ყოველივე ეს აფერხებს სრულფასოვანი სასწავლო პროცესის
წარმართვას.
საგაკვეთილო პროცესში
მოსწავლეთა დაბალ ჩართულობას, მისი გამომწვვი მიზეზების გამოვლენასა და პრობლების გადაჭრის გზების ძიებას მიეძღვნა აღნიშნული კვლევა, რომელშიც
მონაწილეობას ღებულობდნენ მე-7 კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით შევეცადე გამომევლინა საგაკვეთილო
პროცესში ამ მოსწავლეთა დაბალი ჩართულობის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები და
ანალიზის საფუძველზე დამესახა მათი გადაჭრის სტრატეგიები ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზგემ-ის
შესაბამისად.
ნაშრომი შედგება
ექვსი თავისაგან. I თავში მოცემულია ინფორმაცია სკოლის შესახებ, საკვლევი
პრობლემის აქტუალობა, პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, კვლევის მიზანი და საკვლევი კითხვა. II
თავში წარმოდგენელია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული ლიტერატურის მიმოხილვა, III
თავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ, IV
თავი ეხება კვლევის შედეგად მიღებული შედეგების ანალიზს, მიგნებებს, V
თავში მოცემულია ინფორმაცია
ინტერვენციის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ. VI თავში წარმოდგენილია კვლევის შედეგად მიღებული დასკვნა, რომლის საფუძველზეც წარმოდგენილია გარკვეული სახის რეკომენდაციები
კოლეგებისთვის. ნაშრომს ახლავს
დანართები.
კვლევის სრული ვერსია იხილეთ აქ https://drive.google.com/file/d/1YV7X7VZ1UFXxkNBmrAFgFUqVShdAtWSF/view?usp=sharing
No comments:
Post a Comment