მაია კიკაჩეიშვილი - პირველ და მეორე კლასებში ორნიშნა რიცხვების შესწავლის ხარისხის გაუმჯობესება თამაშითა და კეთებით, რეალობასთან კავშირში



    მაია კიკაჩეიშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.


          მათემატიკა  ხელს  უწყობს  ადამიანის  გონებრივი  შესაძლებლობების  განვითარებას.  იგი  იძლევა  ეფექტიანი,  ლაკონიური  და  არაორაზროვანი  კომუნიკაციის  საშუალებას.  მათემატიკის  გამოყენებით  შესაძლებელია  რთული  სიტუაციის   თვალსაჩინო  წარმოჩენა, მოვლენების  ახსნა  და  მათი  შედეგების  განჭვრეტა.  შესაბამისად ,სკოლაში  მათემატიკის   სწავლებისას,  ძირითადი  ყურადღება  უნდა  მიექცეს   მათემატიკური  მეთოდების  გამოყენებას  გარემომცველი  სამყაროს  შემეცნებისას,  სოციალურ-  ეკონომიკური თუ  ტექნიკური  პროცესების  მართვისას,  საყოფაცხოვრებო  თუ  მეცნიერული  პრობლემების  გადაჭრისას და  მათემატიკური  ცოდნის,    როგორც  ლოგიკურად  გამართული  სისტემის  ჩამოყალიბებას  და  გადაცემას.
   მათემატიკა რეალური ცხოვრების  განუყოფელი  ნაწილია.  ის ბავშვებისთვის კომუნიკაციის მძლავრი უნივერსალური იარაღია. მათემატიკაში ბავშვები ეუფლებიან ცნებებს, უნარჩვევებს და ამოცანების ამოხსნის ხერხებს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სასწავლო საგანში. მათემატიკა ბავშვებს ეხმარება გაიაზრონ რიცხვები, კანონზომიერებები და ფორმები, რომლებსაც ისინი სამყაროში ხვდებიან; [1]
 (ეროვნული სასწავლო გეგმა (ესგ), თავი XII, მუხლი 61) 
       ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება „რიცხვის შეგრძნების“ განვითარებაზე, როგორც ერთ-ერთ გამჭოლ პრიორიტეტულ უნარზე:       რაოდენობრივი წიგნიერება არის იმ უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელთა დაუფლება მოსწავლეს უადვილებს რიცხვის არსის გააზრებას, რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვას, რიცხვებს შორის მიმართებების გაგებას, რაოდენობათა შედარებას. ეს უნარ-ჩვევები მოსწავლეს სჭირდება არა მხოლოდ მათემატიკის, არამედ სხვა საგნების შესასწავლადაც;  მოსწავლემ  შეძენილი  ცოდნა  და  გამოცდილება   სხვადასხვა  შინაარსობრივ კონტექსტში  უნდა  გადაიტანოს  და  გამოიყენოს.“ [2] (ესგ  თავი VIII. მუხლი  48)
            
      სწორედ დაწყებით საფეხურზე უნდა მოხდეს არითმეტიკული მოქმედებების და მათი ადეკვატურად გამოყენების უნარის ჩამოყალიბება;  არითმეტიკული მოქმედებების თვისებებისა და მათ შორის კავშირების გააზრება; არითმეტიკული მოქმედებების შედეგისა და რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასების უნარის განვითარება. [3]    ( ესგ, თავი XII, მუხლი 62)
    ეროვნული  სასწავლო  გეგმის  ფუნდამენტური  პრინციპი--  შედეგზე  ორიენტირება  და  მასწავლებლისთვის  საშუალების  მიცემა,  თავად  ეძიოს  და  აირჩიოს  შედეგის  მისაღწევად  უკეთესი  გზა,  მასწავლებელს  მკვლევრად  აყალიბებს.
     მკვლევარია  მასწავლებელი,  რომელსაც  შეუძლია  პედაგოგიური  საქმიანობის  დროს  წამოჭრილი   პრობლემების  იდენტიფიცირება,  მისი  გადაჭრის  გზების  ძიება  და  პოვნა,  ახალი  იდეების,  ინოვაციების,  სტრატეგიების   დანერგვა  პედაგოგიურ  პრაქტიკაში.  ზუსტად  ამის  დადასტურებაა  ჩემი  პედაგოგიური  კვლევაც,    რომელიც  გამოიწვია  რამდენიმე  მიზეზმა.   მიუხედავად ძალისხმევისა, მაინც წარმოიშვა პრობლემა ორნიშნა რიცხვის სახელების სწავლებასა და ჩაწერაზე,  სათანრიგო  ერთეულების  დაშლაზე, რიცხვების  სხვადასხვა  დანიშნულებისამებრ  გამოყენებაზე   და  შეკრება--გამოკლებაზე,  როგორც  10-დან  20-მდე  რიცხვებში,  ისე  20-დან  100-მდე  რიცხვებისთვისაც.    ამიტომაა , რომ  ჩემი  კვლევა  დავიწყე  პირველი  კლასის  მეორე  სემესტრში  და  გავაგრძელე  მეორე  კლასის  პირველ  სემესტრში,  როცა  აქტიურად   ისწავლება  ორნიშნა რიცხვები  100-ის  ფარგალში. ამ  გადაწყვეტილების  მიღებაში   უდიდესი  წვლილი  მიუძღვის  იმ  ფაქტსაც,  რომ    2019 წლის  მარტში  აქტიურად  ჩავერთე  ახალი  სკოლის  მოდელში  და  კიდევ  ერთხელ  დავრწმუნდი  იმაში,  რომ  დაწყებით  კლასებში  აუცილებელი  და  სავალდებულოა  ,  რომ  მასწავლებლის  მიერ  დაგეგმილი  აქტივობები  წარიმართოს  თამაშებით,(  მათ  შორისაა ციფრული  რესურსი-  ბუკი  „ვსწავლობთ  თამაშით“)   პრაქტიკული  დავალებებითა    და  ცხოვრებისეული  მაგალითებით,  რათა  უფრო  საინტერესო  და  სახალისო  გავხადოთ  მათემატიკის  გაკვეთილები  მოსწავლეებისათვის, რაც,  ამავდროულად,  ხელს  უწყობს  მოსწავლეებში  სწავლისადმი  მოტივაციის  ამაღლებას და  შედეგზე  გასვლას.  ამიტომ გადავწყვიტე   ჩამეტარებინა  კვლევა ,,პირველ  და  მეორე  კლასებში  ორნიშნა  რიცხვების  შესწავლის  ხარისხის  გაუმჯობესება თამაშითა  და  კეთებით,  რეალობასთან  კავშირში.“ კვლევის  დასაწყისშივე  გადავწყვიტე  გამომეკვლია  წარმოქმნილი პრობლემა , დამეგეგმა ინტერვენციები და  აღმომეფხვრა  პრობლემა  საჭიროებაზე  მორგებული  მრავალფეროვანი  აქტივობებით. კვლევა  დავიწყე  გაზაფხულზე  და  გავაგრძელე  შემოდგომაზე,  რათა  უფრო  უკეთ  დამენახა  ზაფხულის  არდადეგებიდან  მოსული  ბავშვები  როგორ  აუღებდნენ  ალღოს  ახალი რიცხვების  შესწავლას , ( კერძოდ  20-დან  100-მდე  რიცხვების,  )  და  როგორ დაეხმარებოდათ  მათ  ახალი  სკოლის  მოდელში  არსებული   სიახლეები.
       ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც ელოდები, რომ შენ  მიერ ჩატარებული კვლევის წყალობით რაღაც შეიცვლება.  კვლევა მძლავრი იარაღია ცვლილებებისა და გაუმჯობესებისათვის. „დაიწყეთ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და დარწმუნებული იყავით, რომ დახარჯული დრო და ენერგია ღირს მიღებულ  შედეგად“(სამოქმედო კვლევა ჯეფრი ი. მილსი;  სახელმძღვანელო  მკვლევარ  პედაგოგთათვის)  [4]

კვლევა სრულად იხილეთ შემდეგ მისამართზე: 

https://drive.google.com/file/d/11W_H3oBh6QdkeUL_-jym7Oxto1-kiRD3/view?usp=sharing

No comments:

Post a Comment

პროექტი - ბახტრიონი

      პროექტი ბახტრიონი - ლიტერატურული და ისტორიული მიმოხილვა